Kyiv Post: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა - ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post ავრცელებს. Kyiv Post-ს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის წყარომ განუცხადა, რომ მატარებელი მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ის გვირაბში გადიოდა. 

 „ამჟამად რუსები იყენებენ ამ მარშრუტს, მათ შორის სამხედრო მარაგისთვის. აფეთქების შემდეგ ის პარალიზებულია“. - დაამატა წყარომ.

წყაროს თქმითვე, რუსეთის უშიშროების სამსახურები, შემთხვევის ადგილას გამოძიებას აწარმოებენ, მუშები კი გვირაბის აღდგენას ცდილობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი