უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კალცლერის, ოლაფ შოლცისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რაში სუნაკის შემდეგ ბულგარეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლაი დენკოვსაც ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. საუბრის დროს პრეზიდენტის თქმით, მათ განიხილეს უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებები და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთიანობის მნიშვნელობისთვის.
"ზაპორიჟიეში ყოფნისას მე ველაპარაკე ბულგარეთის პრემიერმინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მადლობა გადავუხადე მას ევროპარლამენტში ძლიერი გამოსვლისთვის და ასევე მისი მთავრობის პრინციპული პოზიციისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. პრემიერმინისტრს ვაცნობე უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი საჰაერო ძალების და არტილერიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მე ხაზი გავუსვი უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანობის მნიშვნელობას, ასევე 50 მილიარდი ევროს მრავალწლიან დახმარებას." - წერს ზელენსკი.
იხილეთ ასევე: