15 სექტემბრიდან სკოლები გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი თებერვალში შეწყდა. გარდა ამისა, აქამდე აკრძალული იყო მასობრივი ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, სპორტული შეჯიბრები, კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, ტრენინგები და კონფერენციები.