
2 სექტემბრიდან მესტია და ლენჯერი გაიხსნება. ინფორმაციას პრემიერი გიორგი გახარია საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, სვანეთში, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა.
21 აგვისტოს კი, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, გაიხსნა სვანეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი.