გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნასთან მისვლის შანსი პირველად მიეცა. სერგეი ლავროვის მონაწილეობა ეუთოს მინისტერიალში მისთვის პირადად ალბათ ყველაზე უფრო დამამცირებელი იყო, რაც კი აქამდე ყოფილა მის ხანგრძლივ კარიერაში. მასთან ფოტოს გადაღებაზეც კი უარი თქვეს სხვა მონაწილეებმა, მისი დელეგაციის დარბაზში შესვლისას კი სხვა ქვეყნების დელეგაციები პროტესტის ნიშნად გავიდნენ. მაგრამ არ გავიდა საქართველოს დელეგაცია.
აი რაც შემდეგ ლავროვმა ილაპარაკა, ერთიერთში "ქართული ოცნების" პერიფრაზები აღმოჩნდა. განსაკუთრებით ევრომაიდნის შეფასებისას, ლავროვის, კობახიძის, ღარიბაშვილისა და ინალ არძინბას კომენტარები, შეხედულებები და შეფასებები იდენტურია. საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის დასადასტურებლად მხოლოდ ეს შეფასებებიც კი საკმარისი იქნებოდა.