რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს | დაიღუპა 1, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკომას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს.

იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, რუსებმა შენობაზე იერიში არტილერიით მიიტანეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსებმა ხერსონში ორი საავადმყოფო დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი