"ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

"ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე და ვემზადებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც რჩება ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად. ასევე ვუპასუხებთ ოკუპანტების ტერორს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი