Rheinmetall უკრაინისთვის 142 მლნ დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს

გამოქვეყნდა:

გერმანული კომპანია, Rheinmetall Concern-ი უკრაინისთვის 142 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს.

"2024 წელს Rheinmetall გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება გერმანიაში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ქარხნებში, რაც უზრუნველჰყოფს 700 000-მდე საარტილერიო ჭურვის წლიურ წარმოებას. უკრაინისთვის დაახლოებით 40 000 წინასწარ შეკვეთილი ჭურვის წარმოება და მიწოდება 2024 წელს იგეგმება." - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი