EU-ს 3 ქვეყანა უკრაინის აღსადგენად 20 მლნ ევროზე მეტს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

EU-ს სამი ქვეყანა, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი უკრაინაში ენერგოეფექტური აღდგენის პროექტებისთვის 21,5 მლნ ევროზე მეტს გამოყოფს.

"აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) მე-13 დონორთა ასამბლეის დროს გამოცხადდა ახალი წვლილი უკრაინაში კრიტიკული მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი ინვესტიციების მხარდასაჭერად. ახალი შენატანი სამმა ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა: 18,1 მილიონი ევრო შვედეთიდან; 2,6 მილიონი ევრო ნორვეგიიდან; ფინეთიდან 800 000 ევრო", - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოების განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბუტენკოს თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, E5P იყო ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი