უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ჰანკე ბრუის სლოტს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. შეხვედრაზე განიხილეს
ალტერნატიული საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია.
"დღეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს ვმასპინძლობდი. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით წინა ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე, ჩვენი დამცველების საჭიროებებსა და ჩვენი F-16 პილოტების მომზადებაზე. ასევე განვიხილეთ ჩვენი ალტერნატიული საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება და მისი უსაფრთხოების გაძლიერების გზები, ასევე მშვიდობის ფორმულა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია. მადლობელი ვარ ნიდერლანდების უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის!" - წერს ზელენსკი.