პოლონელმა მძღოლებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ბლოკადა მოხსნეს და პირველი სატვირთო მანქანებიც გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
"იაჰოდინ-დოროჰუსკის გადასასვლელის ბლოკადა დასრულდა. 14:00 საათიდან სტაბილური სატვირთო მოძრაობა აღდგა. თხუთმეტმა მანქანამ უკვე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და ახლა გადასასვლელზეა. გარდა ამისა, 25 სატვირთო ავტომობილი დაიძრა პოლონეთის მიმართულებით გასამგზავრებლად. ჩვენ ჩავატარეთ ათობით შეხვედრა და მოლაპარაკება ყველა შესაძლო დონეზე. ეს იყო რთული სამუშაო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. საზღვარი სრულად უნდა განიბლოკოს და შემდგომი ბლოკირება არ დაიშვება." - დაწერა კურაკოვმა Facebook-ზე.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე 3500-მდე სატვირთო მანქანაა ბლოკირებული.
პოლონელი სატვირთო მანქანების პროტესტი გასულ თვეში დაიწყო. პოლონელი მძღოლები უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის ევროკავშირში უპირობო მიმოსვლას აპროტესტებდნენ. მათ უკრაინის მთავარი სახმელეთო დერეფნები გადაკეტეს, რამაც გამოიწვია საწვავის და ზოგიერთი საკვები პროდუქტის გაძვირება, ასევე უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება.
იხილეთ ასევე: