2024 წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში, ანა ლურმანმა, ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალ წელს გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას - 4 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე", - განაცხადა ლურმანმა. დიპლომატის თქმითვე, გერმანია უკრაინის მხარეს მტკიცედ დგომას აქტიურად აგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი