პოლონეთის პროკურატურის ცნობით, დის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება

გამოქვეყნდა:

პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ.  

"35 წლის კაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ უკვე იცის, სად იმყოფება ეჭვმიტანილი კაცი... ბრალდებული საქართველოში იმყოფება" - წერს მედია.

ცნობისთვის, მკვლელობა 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი