უკრაინელებმა დონბასში 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში, გორლოვკასთან ახლოს, დაიბრუნეს ტერიკონი, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ იქ ახლა უკრაინული დროშა ფრიალებს.

"ჩვენი გმირები არიან მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, სამეფო ბრიგადის თავდასხმის ჯგუფი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მან მოიგერია ერთ-ერთი ტერიკონი ჰორლივკას შიგნით და მტრის პოზიციები აიღო. ახლა ჩვენი დროშა ფრიალებს ტერიტორიაზე... "გორლოვკა უკრაინაა! დონბასი უკრაინაა!", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი