ჩეხეთმა უკრაინისთვის 4,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინაში 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა. 

"ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით" - განმარტა ჩერნოხოვამ.

ლიცენზიების გარდა, ოქტომბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა 22 მილიონი ჩეხური კრონის ოდენობით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი