ზელენსკის ისტორიული ვიზიტი და შეხვედრები აშშ-ში | მთავარი გზავნილები ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

ისტორიული ვიზიტი შეერთებულ შტატებში. უკვე მეორე დღეა, ვოლოდიმერ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. უკრაინის პრეზიდენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში ყველაზე გარდამტეხ დროს ჩადის. შეერთებული შტატების კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც დიდი გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, შესაძლოა სწორედ ვოლოდიმერ ზელენსკის ამ ვიზიტმა გადაწყვიტოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგიც. უკრაინის ლიდერი დღეს შეეცდება დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები ყველაზე დიდი დახმარების გამოყოფაში. დღესვე იგეგმება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისა და დასავლური სამყაროს ლიდერის პირისპირ დიალოგიც. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი