"მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის", - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მაიკ ჯონსონს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის მიღწევების, დაბრუნებული ტერიტორიებისა და შავი ზღვის ბრძოლაში გამარჯვების 
შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს

"დიდი შეხვედრა მქონდა პალატის თავმჯდომარესთან მაიკ ჯონსონთან. მადლობელი ვარ აშშ-ს კონგრესის ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერისთვის, რომელმაც უკრაინა უზრუნველჰყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. მე ვაცნობე სპიკერ ჯონსონს უკრაინის მიღწევების შესახებ, მათ შორის რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული მიწის ნახევრის გათავისუფლების, შავი ზღვისთვის ბრძოლაში გამარჯვების და ქვეყნის რეფორმის, რათა ის მომავალში თვითკმარი გახდეს. მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მუდმივ დახმარებაზე 2024 წელს." - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი