ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. 

უცხოური მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვისბადენში გაემგზავრა, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შეერთებული შტატების შტაბია განთავსებული. 

ამ დროისთვის, ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. 

მანამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, „არ უღალატონ ევროპულ მისწრაფებებს“.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი