"ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს ზელენსკი.