EU-ს ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ - გადაწყვეტილება სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული.
„ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა. ოფიციალური ვენა უკმაყოფილო იყო უკრაინის მიერ ავსტრიული ბანკის ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.

სანქციების მე-12 პაკეტი, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ბრილიანტების იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. 

ასევე, სანქციების ახალი პაკეტით ევროპულ კომპანიებს მოეთხოვებათ თავიანთ კონტრაქტებში შეიტანონ პუნქტი, რომელიც კრძალავს ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტს რუსეთში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი