მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის უახლეს მიმართვას ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წევრები ირონიულად აფასებენ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას, თუმცა არც მუქარა ავიწყდებათ.
თბილისის მერის თქმით, ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგი ტყუილია.
არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი. თუმცა ჩამოვიდეს არანაირი პრობლემა არ არის, მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა განმავლობაში... ჰამოვიდეს, რა ვქნა, - ამბობს კახა კალაძე
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს პატიმრობა ელოდება.
მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა. მას ელოდება, რა თქმა უნდა, საზღვარზევე დაკავება და ქართული საპატიმრო, - განმარტავს წულუკიანი.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მმართვა არასერიოზულია.
რა კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ ამბავზე, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელებიც კი დაღალა? - კითხვა შეუბრუნა თურნავამ მედიის წარმომადგენლებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ბრუნდება, რადგან უკრაინიდან გამოსაქცევად გაუხდა საქმე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დღეს, 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა.
"ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც" გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.