მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას პოლიტოლოგები აფასებენ. მათი თქმით, სააკაშვილის გზავნილები საკუთარი ელექტორატის ტონუსის აწევას ემსახურება. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ისევ სუპერ აქტუალურია.
რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმის დადასტურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ სუპერ აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყანაში არ არის. ვფიქრობ, მისი განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური რაც არა საკუთრივ ჩამოსვლას უკავშირდება, არამედ საკუთარი ელექტორატის ტონუსის აწევას, - ამბობს ხუხაშვილი.
"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის აზრით კი ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე, "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში განწირულია დამარცხებისთვის. ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც ის ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხრიდან ეს მითითებები და უაზრო, ალოგიკური საუბარი სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მხოლოდ პანიკური შიშითაა გამოწვეული, - თქვა არმაზ ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დღეს, 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა.
"ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც" გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.