
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საუბრობს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებაში ხელს არ შეუშლის.
ერთი რამ ვიცი, რომ მომავალ წელს ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვით იქნება ციხეში. თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ჩვენ ხელს არ შევუშლით, - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დღეს, 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა.
"ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც" გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.