უკრაინის საჰაერო ძალები: რუსებმა საკუთარი Су-25 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის საზენიტო ძალების მსროლელებმა კვირას  რუსული მოიერიშე თვითმფრინავი - "სუ-25" ჩამოაგდეს. 

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული სუ-25 უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგდია! ეს არის რუსული საზენიტო მსროლელთა მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები. რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! - დაწერა მან "ტელეგრამზე".

რუსული "ტელერგამ არხი" Fighterbomber-ი, წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი სივრცითი ორიენტაციის დაკარგვა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი