თეა წულუკიანის ბრძანებით ირკვევა, რომ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ და ქორწინებიდან, სულ მცირე 1 წელია გასული ან მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფებიან. საკუთარი ბრძანების განმარტება წულუკიანს რამდენიმე საათში მოუწია - მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკა გახდა. 

ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესახებ ბრძანების ეჭვქვეშ დაყენებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას იუსტიციის მინისტრი იმ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უკავშირებს, რომლებიც ადამიანებს სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაში ეხმარებიან. მისი განმარტებით, ბრძანება ინვიტრო განაყოფიერებას არ ეხება.

ახლა თეა წულუკიანი აპირებს, რომ ამ კომპანიებს დაუპირისპირდეს, რადგან მისი თქმით, ისინი მხოლოდ მაღალ ანაზღაურებაზე ფიქრობენ და არა სუროგაციით გაჩენილი ბავშვის კეთილდღეობაზე. ოპონენტები წულუკიანს მავნებელსა და უცოდინარს უწოდებენ.

წულუკიანის ინიციატივის ბუნდოვანებაზე სპეციალისტებიც საუბრობენ. მათი თქმით, მიზეზი არასწორად გამოყენებული სამედიცინო ტერმინოლოგიაა, რომელსაც ბრძანებაში ვკითხულობთ. ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ადამიანს პირადი ცხოვრების უფლებას ართმევს.

მესამე სექტორსა და ოპოზიციაში წულუკიანის ბრძანებას ხმაურიანი კრიტიკა მოჰყვა.

ჩაასწორებს თუ არა სამინისტრო ტერმინოლოგიურ შეცდომას დოკუმენტში? -  წულუკიანის უწყებას დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია. ბრძანება N598 კი ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი