"მივესალმები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მივესალმები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

"მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. რუსული ბრილიანტების სრული აკრძალვა; არსებული სანქციების ხარვეზების დახურვა; ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სხვა ნივთების იმპორტის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთს ყოველწლიურად 2,2 მილიარდი ევროს მოგებას აძლევს და ეხმარება მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებაში. აგრესორმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს, რომ ზეწოლა თავისუფალი სამყაროდან, ისევე როგორც აგრესია, იზრდება. ასევე, მნიშვნელოვანია სანქციების არსებული რეჟიმების ეფექტიანად აღსრულება. ვერც აგრესორმა და ვერც რომელიმე კრიმინალმა, რომელიც მხარს უჭერს მას სანქციების თავიდან აცილებაში, ვერ უნდა შეძლოს შეზღუდვების თავიდან აცილება." - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი