
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე უკრაინელ მეგობრებს მიმართავს. წერს, რომ მისი დღევანდელი განცხადებას, სადაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და უკრაინას "დაემშვიდობა", ბევრი დამწუხრებული კომენტარი მოჰყვა.
ამის გამო, სააკაშვილი წერს, რომ მათ უნდა იბრძოლონ როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. "ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ერთი ბრძოლაა და ეს ერთი საერთო გამარჯვება იქნება".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ამის შემდეგ, "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც" გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.