გლობალური ფონდი უკრაინას აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად 165 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

გლობალური ფონდი 2024-2026 წლებში უკრაინას აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრმების ფარგლებში 165 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სამ საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. 

"ეს თანხები მოხმარდება აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებას, ასევე სოციალურად საშიშ დაავადებებთან ბრძოლას", - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ.

როგორც უკრაინული მედია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს,  2023 წლის ნოემბერში უკრაინაში ოფიციალურად აივ ინფექციის 948 და ტუბერკულოზის 1433 შემთხვევა დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი