დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ - ინფორმაციას The Telegraph 
ავრცელებს და წერს, რომ უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი კიევის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში სამხედრო მხარდაჭერასა და ფინანსურად დაეხმარება.

გაერთიანებული სამეფო კიევს ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, შესაძლოა, შეთანხმებას ხელი უახლოეს რამდენიმე კვირაში მოეწეროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი