ქართველმა ქალმა საფრანგეთში ქმარი მოკლა . 28 წლის ლანა, რომლის გვარიც არ სახელდება, ეჭვმიტანილია საკუთარი ქმრის მკვლელობაში. ფრანგული მედიის ცნობით, საზარელი დანაშაული გასულ შაბათ-კვირას მოხდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველი ქალის მსხვერპლია 31 წლის მამაკაცი, რომლის ეროვნება არ სახელდება. თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ქართველი იყოს.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქალს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილნი. ეჭვმიტანილ დედას ბრალი ორშაბათს საღამოს წარუდგინეს.
იხილეთ ასევე: