უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 34 ჩამოაგდეს.
უწყება ამბობს, ოკუპანტებმა "შაჰიდის" ტიპის დრონები სამი ადგილიდან გაუშვეს: ჩაუდა, ოკუპირებულ ყირიმში, პრიმორსკო-ახტარსკში და კურსკი, რუსეთში.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის რეგიონებში.