
"პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე, ჩეხეთის უნივერსიტეტში თავდასხმას ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში მასშტაბური თავდასხმა იყო. შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - ბოლო მონაცემებით, სროლამ 11 ადამიანი იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმმელი იდენტიფიცირებული და ლიკვიდირებულია.
იხილეთ ასევე: