ISW: "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განცხადებები დასავლეთის უკრაინისადმი სამომავლო დახმარების შეფერხებას ემსახურება"

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის ,ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები მედიაში, თითქოსდა ის მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს და წერს, რომ პუტინი მიუხედავად თავისი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებებისა, ცეცხლის შეწყვეტისადმი ინტერესის გამოხატვის მიზნით შუამავლებს იყენებს.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის დაინტერესების დრო უფრო შეესაბამება რუსეთის მცდელობას გადადოს და ხელი შეუშალოს დასავლეთის შემდგომ სამხედრო დახმარებებს უკრაინისადმი. ვიდრე ომის დასრულების სერიოზულ ინტერესს, გარდა რუსეთის სრული გამარჯვებისა." - წერია გაცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი