
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა. მისი თქმით, ის ისურვებდა, რომ პოლიტმედიას, რომელსაც მისი აზრით, არ აქვს მორალური სტანდარტები, ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩაერია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტმედიას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მორალური სტანდარტები, მაინც ვისურვებდი, რომ ეკლესია არ ჩარიოთ თქვენ, თორემ თავად ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში. ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის სულიერ ცხოვრებაში და მე მას ყოველთვის პატივს ვცემ, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.
ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ისევ ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც დღეს მან მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.
მანამდე, ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთ მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარ კამპანიაში ჩრთულობა დღესაც გრძელდება.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.
რაც შეეხება მამა შალვას, მღვდელმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.