
ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დეკემბრის შუა რიცხვების მონაცემებით, უკრაინას გადასცეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლატვიელი მძღოლებისგან ჩამორთმეული 271 მანქანა. მათი ჯამური ღირებულება 900 ათას ევროს აღემატება.
როგორც გამოცემა Delfi წერს, თებერვალში ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო ცვლილებები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ კანონში, რაც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ჩამორთმეული მანქანები უსასყიდლოდ გადასცეს უკრაინის მთავრობას უკრაინული საზოგადოების მხარდასაჭერად.
ახლა, Delfi-ს ცნობით, მთავრობა განსახილველად ამზადებს დოკუმენტებს უკრაინაში კიდევ 34 მანქანის გადაცემის შესახებ, რომელთა ღირებულება 161 880 ევროს შეადგენს.