მოსკოვის სასამართლომ კირილ ბუდანოვი დაუსწრებლად უკვე მეორედ დააკავა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დაუსწრებლად უკვე მეორედ დააკავა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ბუდანოვთან ერთად დაუსწრებლად დააკავეს საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლესჩუკი, საზღვაო ძალების სარდალი ოლექსი ნეიჟპაპა და დისტანციურად კონტროლირებადი საჰაერო ძალების 383-ე ცალკეული პოლკის მეთაური სერხი ბურდენიუკი.

ცნობისთვის 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ კირილ ბუდანოვი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორია, რის გამოც  2023 წლის აპრილში მოსკოვის  რაიონულმა სასამართლომ კირილ ბუდანოვი დაუსწრებლად დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი