უკრაინამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციისთვის 1,34 მლრდ აშშ დოლარი მიიღო.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დახმარება გათვალისწინებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროსთან, კერძოდ, პენსიებისა და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თანამშრომლებისთვის გადასახდელებისთვის. მათივე ცნობით, დაფინანასება პროექტ PEACE უკრაინაში-ს ფარგლებში განხორციელდა.
"საერთაშორისო ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საშუალებას გვაძლევს გავუწიოთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები ომის დროს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.
გარდა ამისა, არსებობს გრანტები:
ცნობილია, რომ თანხები განაწილდება, როგორც ნაწილობრივი კომპენსაცია უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისთვის.