უკრაინა: ყირიმში რუსული სადესანტო გემი გავანადგურეთ

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ააფეთქეს რუსული სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" ოკუპირებულ ფეოდოსიაში (ყირიმი). მან რუსებს მოუწოდა დატოვონ ყირიმი, სანამ გვიანი არ არის.

"ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის - კრეისერ "მოსკვას" შემდეგ, მოჰყვება დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი", - დაწერა ოლეშჩუკმა.

ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და "ყველა მონაწილეს" მათი "ფილიგრანული მუშაობისთვის".

დაახლოებით დილის 3 საათზე, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ააფეთქეს გემი, რომელიც სავარაუდოდ, ირანულ საბრძოლო მასალას ატარებდა პორტში კი ხანძარი გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი