ამერიკელი მსახიობი ჩადვიკ ბოსმენი, რომელიც ყველაზე ცნობილი Marvel superhero-ში "შავი პანტერას" როლით გახდა 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა Twitter-ზე გაავრცელა. 

ბოსმენს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. ის ლოს-ანჯელესში ცოლისა და ოჯახის გვერდით გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების ამბავი გულშემატკივრებისთვის და ზოგად საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მას საკუთარ დიაგნოზზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

შავი პანტერა იყო პირველი სუპერგმირების ფილმი, რომელმაც ოსკასრი ნომინაცია მიიღო. მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მისი კოლეგები და პოლიტიკოსები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი