ლუბინეცის თქმით, ამ დროისთვის არ სჯერა რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესაძლებლობის "ყველა ყველასათვის" ფორმატში

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამ ეტაპზე არ სჯერა სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას "ყველა ყველასათვის" ფორმატში. 

"ჩვენი ბოლო გაცვლა 7 აგვისტოს შედგა. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციამ ახლა აირჩია თავისთვის ახალი ტაქტიკა - არ დააბრუნოს სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები და მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია სამხედრო ტყვეების ნათესავებში, რომ თითქოს უკრაინა არის დამნაშავე იმაში, რომ გაცვლა არ ხდება", - განაცხადა მან.

ლუბინეც დარწმუნებულია, რომ ამ გზით ოკუპანტებს სურთ დამატებითი სოციალური დაძაბულობის შექმნა უკრაინის შიგნით და რომ გამოიყენოს სამხედრო ტყვეების ნათესავები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი