ვიქტორ ორბანი შანტაჟს აგრძელებს | EU-ს გეგმა B უკრაინის დასახმარებლად

გამოქვეყნდა:

ვიქტორ ორბანი ისევ აქტიურად განაგრძობს ევროკავშირის შანტაჟს. მას შემდეგ, რაც უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ვერ დაბლოკა, ის ახლა უკვე იმუქრება რომ ომში მყოფი ქვეყნის ფინანსურ დახმარებას დაადებს ვეტოს, შესაბამისად ევროპელი ლიდერები ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებენ, როგორ აუარონ გვერდი ორბანის შანტაჟს და უკრაინამ მიიღოს ის ფინანსები, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება.

დასავლური გამოცემები წერენ, რომ ჯერ გაურკვეველია 1-ელ თებერვალს, საგანგებო სამიტზე საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მოახერხებენ თუ არა ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმებას, თუმცა თუ კონსენსუსი ვერ შედგა, ევროპელი ლიდერები განიხილავენ გეგმა B-ს.

ამ გეგმის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისესხებენ ფინანსური ბაზრებიდან 20 მილიარდ ევროს, რასაც მიმართავენ უკრაინის დახმარებაზე ისევე როგორც ეს იყო მაგალითად კოვიდ 19-ის  პანდემიის დროს და ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირში სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ იქნება საჭირო ფინანსური ტრანშის გამოყოფისთვის. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ უკრაინა მარტის დასაწყისამდე აუცილებლად მიიღებს საჭირო ფინანსურ დახმარებას.

პარალელურად ცნობილი ხდება რომ ამერიკის სენატში რესპუბლიკელების მიერ უკრაინის დახმარების დაბლოკვის მიუხედავად, ვაშინგტონი აქტიურად აგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას და უკრაინასთან სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს განიხილავს. გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია  განიხილავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს და ეს ცვლილებები მიზნად ისახავს კიევის პოზიციების განმტკიცებას და ე.წ ძლიერი ხელის  ჩამოყალიბებას მოსკოვთან მოლაპარაკების შემთხვევაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი