დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის

გამოქვეყნდა:

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის:

"დიდი ბრიტანეთი სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პუტინის მკვლელი საჰაერო თავდასხმების ფონზე.

იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად" წერს მინისტრი გრანტ შაპსი 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე დღეს მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი