პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე "პარტიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს ეხმაურება. "შმატრიოტები" - წერს კობახიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.