ორ თვეში "რუსული ოცნება" საქართველოს მოშორდება - ლევან ვარშალომიძე

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს სარფის საბაჟოსთან თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

ვარშალომიძის თქმით, იგი დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შეცვლაში, საქართველოს მოქალაქეებს კი წინსვლასა და განვითარებას დაჰპირდა.

დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და სამშობლო, უნდა დაბრუნდეს და ყველამ უნდა დავამარცხოთ ე.წ. "რუსული ოცნება". მე ყველას ვპირდები, რომ ორ თვეში ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდება და თავს მოხვეული "რუსულ ოცნება" უნდა მოშორდეს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. ვპირდები ხალხს, რომ ამას გავაკეთებ, - განმარტა საქართველოში დაბრუნებულმა ვარშალომიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი