რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში უკრაინის დროით დაახლოებით დილის 6 საათზე რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურეს რაკეტების გაშვება რუსული Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და MiG-31K გამანადგურებლებიდან. კრემლმა ფრთოსანი რაკეტების გარდა გამოიყენა ერთი ან მეტი ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი".

აფეთქებები იყო დნეპრში და ხარკოვში. შედეგებზე დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი