"კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა... დაშავებულია 45 ადამიანი, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცადა, რომ 8 იანვარს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინაში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 45. 

"დღეს დილით, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა. ხარკოვი, ზაპოროჟიე, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ქალაქებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.მათი ძირითადი სამიზნე ადმინისტრაციული შენობები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო ბინები იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი