უკრაინის დაზვერვის ცნობით, მოიპოვეს რუსული დრონების მწარმოებელი კომპანიის 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვეს 100 გეგაბაიტი საიდუმლო მასალები რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოდან - შპს "სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი" (СТЦ).

აღნიშნული კომპანია 2016 წლიდან სანქცირებულია, ის აწარმობეს სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო საფრენ აპარატ - "ორლანს", ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.

მოპოვებულ მასალებში არის ნახაზები, ტექნიკური მახასიათებლები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა სახის ინფორმაცია. 

დაზვერვის სამმართველოს წინასწარი შეფასებით, მიღებული მონაცემების ღირებულება შეიძლება იყოს $1,5 მილიარდი.

"ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა ტერორისტული მოსკოვისთვის: ეს არქივი უკვე გამოიყენება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად", - ამბობს უწყება.

სადაზვევრო სამსახურმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება "სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან" ეფექტური ურთიერთქმედების წყალობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი