გადამწყვეტი კვირა უკრაინისთვის | კიევი აშშ-ის 61-მილიარდიანი დახმარების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა უკრაინისთვის. დიდი ალბათობით, ომში მყოფი ქვეყანა მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან საჭირო ფინანსურ და სამხედრო დახმარებას მიიღებს. შეერთებულ შტატებში შეთანხმება უკვე მიღწეულია და საბოლოო სიტყვა ახლა ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა თქვან. რის შემდეგაც ძალაში შევა ოფიციალური კიევისთვის 61-მილიარდიანი დახმარების გაცემის საკითხი.

პარალელურად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე. ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება არასაკმარისია და გადასახედია პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი