დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათგან დაახლოებით ნახევარი - პეტროპავლოვკას, ივანოვკას, ტაბაევკას, სენდის, ბერესტოვიეს, რაიონებში. გენშტაბის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში ოპერატიული ვითარება კვლავ მძიმეა.

"კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მტრის ოთხი შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის სინკოვკის რაიონში, სადაც მტერი წარუმატებლად ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას", - აცხადებენ გენშტაბში.

როგორც გენერალური შტაბი აღნიშნავს, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის სამი შეტევა დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი