"ჩვენ მივიღეთ პოზიტიური სიგნალი" | ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უნგრეთი უკრაინის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტოს მოხსნის

გამოქვეყნდა:

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს ვეტოს მოხსნის.

საქმე ეხება 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას, რომელსაც უნგრეთმა ვეტო 2023 წლის დეკემბერში დაადო. 

ვალტონენის განცხადებით, 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, პიტერ სიიარტოსგან "პოზიტიური სიგნალი მიიღო". 

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. თუ ვერ, ჩვენ ვიპოვით სხვა გამოსავალს", - ამბობს ფინელი დიპლომატი.

მისივე თქმით, ევროპამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის დახმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი